Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არ შეუშვეს Pussy Riot-ის წევრი მარია ალიოხინა


მარია ალიოხინა რუსეთის პოლიციის თანამშრომლის თანხლებით. მოსკოვი, 18 მარტი, 2021.
მარია ალიოხინა რუსეთის პოლიციის თანამშრომლის თანხლებით. მოსკოვი, 18 მარტი, 2021.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა არტჯგუფ Pussy Riot-ის წევრს, სამოქალაქო აქტივისტ მარია ალიოხინას. ამის შესახებ ის საკუთარი ინსტაგრამის ანგარიშზე იტყობინება. იქვე აქვეყნებს დოკუმენტს უარის შესახებ.

აკრძალვის თაობაზე გრაფაში წერია „სხვა მიზეზები“, რომელიც გამოიყენება მაშინ, თუ უარი არ არის ნათქვამი რომელიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზის გამო.

ალიოხინას მიაჩნია, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი დაკავშირებულია იმასთან, რომ ის აგროვებდა საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მტკიცებულებებს. „ჯერჯერობით ქვეყანაში თავისუფლად შედიან რუსეთის პროპაგანდისტები, რათა გადაიღონ საკუთარი „სიუჟეტები საპროტესტო გამოსვლების შესახებ“. იმათ, ვისაც შეუძლია ძალადობის უსაზღვრო ნაკადის შესახებ სიმართლე დაწეროს, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ,“ დაწერა აქტივისტმა.

ალიოხინა მოიხსენიებს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ საქართველოს პოლიციის სისასტიკეს. ის იტყობინება ასევე რუსეთის ჯარების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის გატაცების ფაქტებზე.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე. ზოგჯერ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მათ მანამდე მოინახულეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. მაგრამ ყველაზე ხშირად მიზეზებს შორის სახელდება „სხვა“. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში იმათ შორის, ვინც საქართველოში არ შეუშვეს, იყვნენ ალექსანდრ არხანგელსკი, ვიქტორ შენდეროვიჩი, ფილიპ ძიადკო, მიტია ალეშოვსკი და სხვები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG