სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.
ეს დანაშაული ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 5 დეკემბრის მონაცემებით, 70-ს გადასცდა პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა თუ მათზე თავდასხმის ფაქტები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ნოემბერ-დეკემბერში რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული, თუმცა, უცნობია, მოახდინა თუ არა გამოძიებამ სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება.
ფორუმი