Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი "გენოციდს" უწოდებს ისრაელის მოქმედებას ღაზის სექტორში


პალესტინელი დევნილები საბრძოლო მოქმედებების გამო ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში გარბიან.
პალესტინელი დევნილები საბრძოლო მოქმედებების გამო ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში გარბიან.

ბრიტანეთში მდებარე უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ ისრაელმა ჩაიდინა და განაგრძობს გენოციდს ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ 4 დეკემბერს გამოაქვეყნა.

როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური აღნიშნავს, ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების 14 წლის განმავლობაში ეს ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის პირველი ანგარიშია, რომელსაც "ამნესტი ინტერნეიშენლი" საერთაშორისო საზოგადოებისათვის "საგანგაშო სიგნალს" უწოდებს და ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტებად აღიარებულმა ჰამასელებმა, ისრაელის განცხადებით, 1139 ადამიანი დახოცეს. მათ შორის - 685 ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე და 71 უცხოელი.

თავდასხმის დროს ჰამასმა მძევლად აიყვანა 251 ისრაელელი. მათგან თითქმის ნახევარი გაათავისუფლეს - ზოგი ისრაელის ჯარმა დაიხსნა, ზოგი კი ჰამასმა გაათავისუფლა. მიიჩნევენ, რომ 100-ზე მეტი მძევალი ჯერაც ღაზაში იმყოფება, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. ზოგი მათგანი ისრაელის თავდასხმებს შეეწირა.


საპასუხოდ, ისრაელმა პალესტინურ ანკლავში, ღაზის სექტორში, დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. მხოლოდ 80 დღეში, დაბომბვის შედეგად მოკლულია 20 000 პალესტინელზე მეტი.

გაეროს ინფორმაციით, მათ ორ მესამედზე მეტი ქალი და ბავშვია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები "ჰიუმან რაითს ვოჩი" და "ამნესტი ინტერნეიშენალი" ისრაელის ქმედებებს ომის დანაშაულებად აფასებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG