Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს საქართველოში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - საგარეო მინისტრი


კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი სანქციებს აანონსებს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი სანქციებს აანონსებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.

2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა:

„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთებს ის, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი ქვეყნის] მაგალითს და ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით, სანქციებს დავუწესებთ საკვანძო ფიგურებსა და ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ასევე კორუფციაში“.

მელანი ჯოლის თქმით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში მეტს ისაუბრებს.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს.

სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:

ფორუმი

XS
SM
MD
LG