Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ძალები, საჭიროა კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება


ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 28 ნოემბერი, 2024.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 28 ნოემბერი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნის საიმისო რესურსები, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ მან Kyodo News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

მან დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ ვერ დაესხმება თავს უკრაინას.

„ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ახლა არა აქვს საკმარისი ძალა, ეს ასეა. დიახ, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გადაწყვეტა.“ ოღონდ, ზელენსკის თქმით, „მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, რომ საკმარისად ძლიერები ვართ“ იმისთვის, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ვერ წამოიწყებს ახალ აგრესიას. „მაშინ შესაძლებელი იქნება სხვა დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ ფიქრი,“ თქვა ზელენსკიმ იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ისაუბრა ასევე ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაზე და აღნიშნა, რომ ეს პოტენციურ პრობლემას უქმნის ჩრდილოეთ კორეის მეზობელ ქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელი სამხედროები იწრთობიან, ეცნობიან თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა, მაგალითად, დრონების მართვა. ზელენსკის თანახმად, თუკი ამ გამოცდილებას ისინი კვლავ ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ, ამას უზარმაზარი გავლენა ექნება აზიის მთელს ამ რეგიონზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG