Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩს დანიის სამეფოსა და ისლანდიაში ქ-ნ ნატა მენაბდეს


ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ის უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ ღიად არაკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ სტრატეგიულ მიმართულებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების მიერ დეკლარირებულ ევროპულ მისწრაფებებს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია პოლიციური ძალების მიერ მომიტინგეთა მიმართ დამიზნებითი, არაპროპორციული და არალეგიტიმური ძალის გამოყენება. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტების დევნისა და მათზე ძალადობის კადრები კი, აშკარად უარყოფს სახელმწიფოს მიზანს, იცავდეს დემოკრატიულ პრინციპებს.

ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ღიად და ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი იმ არჩეული კურსით, რომელსაც ბოლო დროს ხელისუფლება ღიად აჩვენებს.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, არათუ დაასტაბილუროს ურთიერთობები ევროკავშირთან, არამედ თავადვე თქვას უარი მოლაპარაკებების გახსნაზე ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. თუ ევროკავშირის, როგორც ცალკეული სახელმწიფოები, ისე უმაღლესი წარმომადგენლები არ დაუბრუნდებიან საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის იდეას, ჩვენთვის გაუგებარია რა არის ქართული დიპლომატიური კორპუსის მიზანი ევროკავშირში?

შესაბამისად, მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს:

1. გამართოთ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან, რათა პირადად განვიხილოთ ეს საკითხები და მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება .

2. გააკეთოთ ოფიციალური განცხადება საქართველოში მიმდინარე არაკონსტიტუციურ მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ კონსტიტუციის პრინციპების პატივისცემას და დაცვას!

პატივისცემით:
ნიკა გვაზავა
მიხეილ ქორქაშვილი
გიორგი ჯანჯალაშვილი
თორნიკე მეტრეველი
ქეთევან თუთბერიძე
ლია პაპაშვილი
რევაზ ბურძგლა
ეკატერინა ლოჩოშვილი
გიორგი ვადაჭკორია
ნინო ლაღაძე
თამარ სადუნაშვილი
ერეკლე წაქაძე
თეონა ჩაჩანიძე
თამარ კაკუბავა
ეკატერინე ნათენაძე
დარია მაჩაბელი
ნატა აგულაშვილი
ოლგა ჰანსენი
თამარ კვარცხავა
ნინო ჯავახიშვილი
მარიამ ყაჭეიშვილი
გიორგი გეგელაშვილი
ზურაბ სახვაძე
ანნა თუმანიშვილი
გვანცა შაორშაძე
გია აბულაძე
ნანა ყუფარაძე
ლიკა აბრამიშვილი
მარიამ აფრიამაშვილი
მარიამ სორდია
ირინა გერკეული
ნათია ბარათელია
კოკა კაპანაძე
ცირა ქობალია
მაია პარლაგაშვილი
ქეთევან ხაზალია
ნიკოლოზ წაქაძე
ნინო ჯავახიშვილი
ივერი კეკენაძე
თამარ ჩიქოვანი
ზაალ კოკაია

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG