სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით შლის - პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან.
საპატრიარქო საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება. ამ განცხადებით ეკლესია ხელისუფლებას ირიბად უჭერს მხარს, მედიას ახსენებს საკუთარ ფუნქციას და საზოგადოებას თავშეკავებას სთხოვს და მოუწოდებს შეცვალოს "განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება."
დედაქალაქის მსგავსად ბათუმშიც დაიწყო პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება. აქციაზე მყოფთა ცნობით, დაკავებულია ოთხი ადამიანი.
პოლიცია მოქალაქეებს აკავებს თბილისშიც. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
პოლიციელები მოქალაქეების დაკავების დროს მათზე ფიზიკურად ძალადობენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც შსს-ს წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გამოიყენონ ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რადგან აქცია მშვიდობიანია. ზურაბიშვილის მიმართვა გავრცელდა იქამდე, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აქციის დაშლას დაიწყებდა
ფორუმი