"ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ "კოლეგებზე", - განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
იქვე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ გაკვირვებულია იმ "სიმამაცით", რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია "ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან" დაკავშირებით.
"როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი. ახლა მე არც კი მიცემ შეფასებას ამ თვალსაზრისს", - დასძინა პუტინმა.
მანამდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაქეს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა "აგენტების კანონისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი ცვლილებების მიღებისთვის.
ფორუმი