Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა „არალეგიტიმური მთავრობა“ შექმნეს და პარლამენტთან მივიდნენ


პერფორმანსი საქართველოს პარლამენტის შენობასთან
პერფორმანსი საქართველოს პარლამენტის შენობასთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი გამართა. მათ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსად, დააკომპლექტეს „არალეგიტიმური მთავრობა“ და პარლამენტისგან მის დამტკიცებას მოითხოვდნენ.

„საარჩევნო კომისია დავაკომპლექტეთ ჩვენ და არჩევნებზე შედეგები დავიწერეთ. ხალხი არ გვაღიარებს, არალეგიტიმური ვართ მათ თვალში. ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვაღიარებენ. არ გვაღიარებენ პოლიტიკური პარტიებიც. ასევე არ გვაღიარებს პრეზიდენტი, მაგრამ ვაღიარებთ ჩვენს თავს... ვართ თუ არა ლეგიტიმურები?! - ეს კითხვა დაუსვით „ქართულ ოცნებას“, რადგან იგივე გააკეთეს, რაც ჩვენ “, - თქვა პერფორმანსში მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ახალგაზრდებმა თქვეს, რომ ჰქონდათ „საშვები“ და პარლამენტში შესვლა სურდათ.
ახალგაზრდებმა თქვეს, რომ ჰქონდათ „საშვები“ და პარლამენტში შესვლა სურდათ.

დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავრობას ამტკიცებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და არ აღიარებენ არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნების შედეგების გასაბათილებლად ორი საკონსტიტუციო სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის უფლებამოსილების მისანიჭებლად დეპუტატები 25 ნოემბერს შეიკრიბნენ - სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ. პარლამენტში არ მიიწვიეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG