არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ დაკავებულია ისრაელ-მოლდოველი რაბინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი.
რაბინზე თავდასხმას ისრაელმა ანტისემიტური "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. ცვი კოგანი 22 ნოემბერს გაუჩინარდა, მისი ცხედარი მოგვიანებით იპოვეს ქალაქ ალ-აინში, ომანის საზღვართან.
ცვი კოგანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდა ორთოდოქსულ ებრაულ ჯგუფ "ხაბადში", რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში ჩასულ, ასევე იქ მცხოვრებ ებრაელებს.
Reuters-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი ქალაქ ალ-აინში იპოვეს, უცნობია, სად მოკლეს კოგანი. არაბთა გაერთიანებული საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ეჭვმიტანილების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ფორუმი