Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წითელი ჯვარი" კურსკის რეგიონში 6 ათასზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებს


საილუსტრაციო ფოტო. "წითელი ჯვრის" პუნქტი
საილუსტრაციო ფოტო. "წითელი ჯვრის" პუნქტი

აგვისტოდან რუსეთის "წითელმა ჯვარმა" მიიღო კურსკის რაიონიდან დაკარგული მაცხოვრებლების, მათ შორის მარტოხელა მოხუცების მოძებნის 6225 განაცხადი. ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ადამიანების უმეტესობა გაუჩინარდა სუჯის რაიონში, რომელიც ნაწილობრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა და სადაც ბრძოლები მიმდინარეობს. მოხერხდა კომუნიკაციის აღდგენა ან 1253 ადამიანის ბედის გარკვევა, რომელთაგან 982 იყო მშვიდობიანი მოქალაქე და 271 სამხედრო მოსამსახურე.

სუჯის რაიონის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან დაბრუნდნენ, მიიღეს დახმარება. მათ ასევე დაეხმარნენ ნათესავებთან კონტაქტების აღდგენაში.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კურსკის რეგიონის 46 მცხოვრები უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად დაბრუნდა რუსეთში. მანვე აღნიშნა, რომ მათ შორის 12 ბავშვი იყო, მათ შორის ერთი ახალშობილი.

აგვისტოდან, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებადი რუსეთის ტერიტორიების ზოგიერთი მაცხოვრებელი გადაასახლეს უკრაინის მეზობელ სუმის რეგიონში. მათი საერთო რაოდენობა არ იყო მითითებული. უცნობია, ნებაყოფლობით გადავიდნენ ისინი მოსაზღვრე რუსეთში, თუ იძულებით. მათი სტატუსი ასევე გაურკვეველია: სამოქალაქო პირები არ შეიძლება ჩაითვალონ ომის ტყვეებად და ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ.

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის იმ ტერიტორიის ფართობი, რომელიც ამა წლის 6 აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება, დაახლოებით 1000 კვ.კმ-ია.

ამერიკულ გამოცემა New York Times-ის თანახმად, რუსეთმა ამ მიწების გათავისუფლების მიზნით ნოემბრის დასაწყისში კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი ნაწილების გარდა, ჩრდილოკორეულ ქვედანაყოფსაც აერთიანებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG