Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ არ დააკმაყოფილა საიასა და სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე


სააპელაციო სასამართლოს შენობა
სააპელაციო სასამართლოს შენობა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

საქმე 22 ნოემბერს მოსამართლეებმა, ნათია მერაბიშვილმა, ხატია არდაზიშვილმა და ნინო ჭალიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს.

სასამართლოს სარჩელით სამმა პარტიამ [„გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"] და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართეს.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.

ცესკოს საბოლოო შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში, 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG