Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოსტუდია "მოსფილმმა" რუსეთის არმიას ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა


"მოსფილმის" ლოგო
"მოსფილმის" ლოგო

კინოსტუდია „მოსფილმმა“ რუსულ არმიას ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა ტექნიკა გადასცა, - ამის შესახებ კონცერნის გენერალურმა დირექტორმა კარენ შახნაზაროვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

"წელს რვა მილიონის საქველმოქმედო დახმარება გავწიეთ, მათ შორის საკუთრივ სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ომის უკრაინაში.-რედ) საჭიროებებისთვის. სხვათა შორის, 2023 წელს შეიარაღებულ ძალებს გადავეცით 28 ტ-55 ტანკი, რვა ტანკი პტ-76, ექვსი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და რვა გამწევია, რომლებიც ჩვენ სამხედრო-ტექნიკურ ბაზაზე ინახებოდა. გავარკვიე, რომ იყო საჭიროებები, დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და ეს მანქანები წაიყვანეს", - ციტირებს შახნაზაროვს რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდი.

საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ამაყობს „მოსფილმით“.

  • რეჟისორი კარენ შახნაზაროვი, რომელმაც გადაიღო ლირიკული კომედიები "ჩვენ ჯაზიდან ვართ", "ზამთრის საღამო გაგრაში" და საბჭოთა კავშირში პოპულარული "კურიერი", კინოსტუდია „მოსფილმს“ სათავეში უდგას მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღზევდა. 2012 წლიდან შახნაზაროვი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია.
  • 2014 წელს „მოსფილმის“ დირექტორმა მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, ხოლო 2020 წელს - კონსტიტუციაში ცვლილებებს, რამაც პუტინს საშუალება მისცა "გაენულებინა" მისი პრეზიდენტობის ვადები. ამჟამად შახნაზაროვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG