აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა პალესტინელთა ავტონომიის მეთაურთან, მაჰმუდ აბასთან, იტყობინება Axios-ი.
ორ პოლიტიკოსს შორის კონტაქტი გაწყდა მას მერე, რაც აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად აღიარა იერუსალიმი და აშშ-ის საელჩო იქ გადაიტანა.
პალესტინელთა ავტონომიის მოხელეთა თანახმად, საუბარმა დადებითად ჩაიარა.
ტრამპმა გამოხატა სურვილი, ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში ომის დასრულებას.
აბასმა ტრამპს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და დაადასტურა მზადყოფნა იმუშაოს აშშ-თან ერთად რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, იტყობინება გამოცემა.
თავის მხრივ, გამოცემა Bloomberg-ი ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ მოხელეზე დაყრდნობით, წერს, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე დაიწყო საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება ორი ძირითადი, ისრაელის და უკრაინის მიმართულებით.
ფორუმი