Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდასხმას ღაზაში 13 ადამიანი, მათ შორის, ორსული ქალი და ბავშვი ემსხვერპლა


ბავშვები გაჰყურებენ ნანგრევებს ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ. ღაზის სექტორი, 7 ნოემბერი. 9 ნოემბერს ისრაელის თავდასხმას ტუფის რაიონის ბანაკზე 13 ადამიანი ემსხვერპლა
ბავშვები გაჰყურებენ ნანგრევებს ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ. ღაზის სექტორი, 7 ნოემბერი. 9 ნოემბერს ისრაელის თავდასხმას ტუფის რაიონის ბანაკზე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორზე ისრაელის მორიგ თავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინებიან ოფიციალური პირები. ამის ფონზე ბოლო რამდენიმე კვირაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა არეალში - სექტორის ჩრდილოეთში.

9 ნოემბერს ისრაელის ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად, როგორც პალესტინელი მედიკოსები იტყობინებიან, დაღუპულ 13 ადამიანს შორის არიან ქალები და ბავშვები.

არეალში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ფონზე ერთ-ერთი თავდასხმა მოხდა სკოლის შენობაზე, რომელიც ლტოლვილთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. ქალაქ ღაზის ტუფის რაიონზე დარტყმას ემსხვერპლა ექვსი ადამიანი, იტყობინება ღაზის ჯანდაცვის სამსახური. დაღუპულებს შორის არიან ორი ადგილობრივი ჟურნალისტი, ორსული ქალი და ბავშვი, იტყობინება სამინისტრო.

ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო პირი, რომელიც პალესტინურ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ ირიცხებოდა. არმიას მტკიცებულება ან დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

შარშან ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) თავდასხმისას ისრაელის სამხრეთზე 1200 პირი დაიღუპა და 250 გაიტაცეს, ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 43 552 ადამიანი დაიღუპა და 102 ათასზე მეტი დაშავდა, იტყობინება ღაზის ჯანდაცვის უწყება 9 ნოემბერს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG