პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი.
ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბელუჯების გათვისუფლების არმიამ, სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელსაც ბელუჯისტანის რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობა სურს.
"სამიზნე ქვეითი ჯარის სკოლის სამხედრო პერსონალი იყო", - თქვა ბელუჯისტანის პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა.
პაკისტანში ბოლო პერიოდში სეპარატისტების თავდასხმებმა იმატა. ბელუჯისტანში აგვისტოში 73 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სეპარატისტები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებებს, რკინიგზასა და მაგისტრალებს.
ფორუმი