ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ცხრა ლიდერს ესაუბრა:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს;
- ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს;
- პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას;
- მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს;
- პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს;
- ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს;
- ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისს;
- ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
- შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს "მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა" საქართველოსთან მიმართებით.
"მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს დემოკრატიისადმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები", - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
კობახიძესთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ფორუმი