Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: გრეტა თუნბერგის მონაწილეობა ოპოზიციის აქციაში დასავლეთის ჩარევაა


გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი. თბილისი. 4 ნოემბერი
გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი. თბილისი. 4 ნოემბერი

საქართველოში, ოპოზიციის აქციაში შვედი გარემოსდამცველის, გრეტა თუნბერგის მონაწილეობის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთმა „თვითონ გამოავლინა თავისი ჩარევა საქართველოს საქმეებში“.

„ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, როგორ გაამჟღავნა დასავლეთმა თავისი თავი მტკივნეული ჩართულობით საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ირგვლივ არსებულ სიტუაციაში”, - თქვა მან „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში ყოფნისას და დაამატა, რომ დასავლეთი საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველო „დაადგა თავისი სუვერენიტეტის დაცვის გზას".

4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მყოფმა თუნბერგმა მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG