ორბანი: ვულოცავ გამარჯვებას დონალდ ტრამპს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ულოცავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
ტრამპს ამჟამად ელექტორალური კოლეგიის 267 ხმა აქვს - დამატებით სამი ხმა სჭირდება გამარჯვებისათვის. კამალა ჰარისს 214 ხმა აქვს.
„უდიდესი დაბრუნება აშშ-ის პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უდიდეს გამარჯვებას. ეს ძალიან საჭირო გამარჯვებაა მსოფლიოსათვის“, - წერს ორბანი ტვიტერზე.
ამ წუთებში ტრამპი სცენაზეა და მხარდამჭერებს მიმართავს.
„გილოცავთ გამარჯვებას“ - სერბეთის პრეზიდენტი ტრამპს მიმართავს
დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც.
ტრამპს ამჟამად ელექტორალური კოლეგიის 267 ხმა აქვს - დამატებით სამი ხმა სჭირდება გამარჯვებისათვის. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს - თბილისის დროით 11:50 საათისათვის.
„გილოცავთ გამარჯვებას“, - მიმართავს ვუჩიჩი ტრამპს და X-ზე წერს: „ჩვენ ერთად ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. სერბეთი მოწადინებულია, იმუშაოს აშშ-სთან სტაბილურობის, ზრდისა და მშვიდობისთვის“.
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს რესპუბლიკა სრპსკას ლიდერი დოდიკი, რომელიც აშშ-ის მიერაა სანქცირებული
ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სრპსკას (სერბეთის რესპუბლიკის) პრეზიდენტი, აშშ-ის მიერ სანქცირებული მილორად დოდიკი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს:
„არათუ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო გამარჯვება! გილოცავთ, ბატონო დონალდ ტრამპ, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად გახდომას“, - წერს დოდიკი X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).
აშშ-მა ვუჩიჩის მიმართ დაწესებული სანქციები 2024 წლის ივნისში კიდევ უფრო გაამკაცრა.
ფორუმი