ამერიკის შეერთებული შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების დღეს არაერთ საარჩევნო უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო.
ელექტრონული ფოსტით მსგავსი შეტყობინებები მიიღეს საარჩევნო უბნებმა ე.წ. მერყევ შტატებში, მათ შორის არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. მერყევს უწოდებენ იმ შტატებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ცრუ შეტყობინებებთან კავშირი აქვს რუსეთს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა.
ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.
სააგენტო AP-ის წინასაწრი მონაცემებით, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპი ლიდერობს, ხოლო მიჩიგანსა და პენსილვანიაში - ჰარისი.
კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე დააკავეს მამაკაცი შემდუღებელი აპარატით
შეერთებულ შტატებში პოლიციელებმა, რომლებიც კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე მორიგეობენ, დამთვალიერებელთა ცენტრში დააკავეს საეჭვო პირი.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცს თან ჰქონდა შემდუღებელი აპარატით და სასიგნალო პისტოლეტი და რომ მას „საწვავის სუნი ასდიოდა“.
სანამ გამოძიება მიმდინარეობს, გადაწყვიტეს, კაპიტოლიუმში არ დაუშვან დამთვალიერებლები.
ფორუმი