„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არასათანადო რეკლამის განთავსება ისჯება ჯარიმით. „რეკლამის შესახებ“ კანონით არასათანადო რეკლამაა: არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ორგანიზაციის ოფისში დაახლოებით 15:00 საათზე მივიდნენ. უწყების თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ.
„საპროტესტო ბანერისთვის, რომელიც გვაქვს ჩვენი ოფისის აივანზე გადმოფენილი, გვედავებიან, რომ დავარღვიეთ კანონი. თან ზედამხედველობის სამსახური დაგვემუქრა: თუ არ ჩამოიხსნით ყოველდღე მოვალთ და დაგაკისრებთ ჯარიმასო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელმა ოთარ რევიშვილმა.
ორგანიზაცია კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრია. რევიშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებისთვის თავად ამ კოალიციამ აღმოაჩინა არაერთი დარღვევა, რომელიც „არჩევნების მოპარვაზე“ მიანიშნებს.
ფორუმი