Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს - აქციის მონაწილეების ნაწილმა ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაინაცვლა


4 ნოემბერი. საპროტესტო აქცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
4 ნოემბერი. საპროტესტო აქცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა გადაკეტეს.

4 ნოემბერი. საპროტესტო აქცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
4 ნოემბერი. საპროტესტო აქცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

„გამაფრთხილებელი პიკეტირება“ - ასე უწოდა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გამართულ მსვლელობას.

4 ნოემბერი. საპროტესტო აქცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
4 ნოემბერი. საპროტესტო აქცია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

იუსტიციის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაინაცვლა. ისინი მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან.

რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ.

ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.

26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:

  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG