Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება ამ არჩევნების მერე


ავტორი: ლუკა კერესელიძე

ცხოვრება ამ არჩევნების მერე?

გეტყვით:

ვინც არ დატოვებს ქვეყანას განაგრძობს არსებობას დღიდან დღემდე, ხან ლხენა იქნება ხან ჭირი, ხან ახალი წელი, ხან რაღაც სხვა დღესასწაული, დალევით გაიმხნევებენ გულს რომ მაგარი წინაპრები გვყავდა და საქართველო ყველაზე მაგარი ქვეყანა ყოფილა ოდესღაც, მერე ისევ მონურ სამუშაოზე წავლენ, გზაში საცობში ერთს გაბრაზდებიან, შეაგინებენ მერს მარა როგორც კი დაიძვრება საცობი იმ წამსვე დაავიწყდებათ საცობი და ქალაქში არარსებულად ბევრი ახალი კორპუსი, სადაც ნახევარი ბინების ან რუსებისა იქნება ან ცარიელი, თუ გამონაბოლქვი შეაწუხებთ ფანჯრებს აუწევენ და სიჩუმე რომ არ იგრძნონ მუსიკას ჩართავენ, რადიოში მაგარი რუსკი კლასიკები ეძრობა, ჩორნი ბუმერზე გახურდებიან, ამასობაში სამსახურშიც მივლენ, მერე თანამშრომელს წაეკამათებიან რომელიც თავის სატკივარს უყვება შესვენებისას თუ როგორ დაადგა თავზე მის ძმას ქუჩის შპანა Facebook პოსტის გამო, სადაც უკმაყოფილებას გამოხატავდა არსებული ცხოვრების გამო. ეს ეტყვის არა უშავს მთავარია მშვიდობაა რას ვიზამთ ეხლა, ნუ გამოიწვევ შენი გადახრილი აზრებით და მთავრობის კრიტიკით და არც არავინ შეგეხებაო, მერე სახლში ბრუნდებიან, კაი ფუტბალებია დღეს, ლუდზე ჩადიან მარა ორ ბოთლზე ფული არ ყოფნით და 1-ს ყიდულობენ მარტო, ასე გაივლის დღეები, კვირები, თვეები. უძრაობაა მარა მთავარია მშვიდობაა, მათი არც ერთი ნათესავი აღარ დარჩა საქართველოში მარა მერე რა მასეთების ყოლას ჯობია არც იყვნენ ქვეყანაში და აცადონ მშვიდად ცხოვრება, ამასობაში აღდგომა მოვიდა, გაზაფხული, ახალი ტყემალი და სოფელში ბიჭებთან ქეიფს რა ჯობია. ამათ თვითონ მოსავალი ულპებათ ყოველ წელს იმიტო რო კაი ფასად ვერ აბარებენ, მარა მერე რა, მთავარია მშვიდობაა და მოსავლის დედაც არ მოვტყან? ამასობაში შვილები იზრდებიან, მამას ერთ კაი სადღეგრძელოს დაულევენ დოინჯშემორტყმული, იტყვიან ეს რა მაგარი ვაჟკაცი მეზრდებაო. ამასობაში თავად ბერდებიან, ისევ იგივე აზროვნებით, არანაირი სიახლის და წინსვლის სურვილით, მერე პარტიიდან ურეკავენ აგიტატორი ხო იქნები უბანზეო? ერთი კვირის საკმარ ფულს მოგცემთ ოღონდ ეს არჩევნები გადაგვალახვინეო, ეს ეტყვის რაზეა პრობლემაო და უპრობლემოდ გააკეთებს რასაც ეტყვიან, ასე კრავენ ციკლს თავიანთი ცხოვრების და ბოლოს კმაყოფილები კვდებიან, მთავარია მშვიდობა იყო და პარტიასთან პირნათლები არიან, არაფერი აწყენინეს დიდ ბელადს, დანარჩენს იქ მოჰკითხავენ მერე. ახლა უკვე ის წამოზრდილი შვილი იწყებს სამსახურს, მოაწყო მამამ სიკვდილამდე, მანქანაც დაუტოვეს მშობლებმა და ისე უხარია საცობი ვიღას ახსოვს, მერე ისევ სამსახური, ახალი წელი, აღდგომა, დაოჯახება, უბანში გაბლატავება, ერთი ორი ჩხუბი ოჯახში, შვილი, შვილის გაზრდა ზუსტად ისე როგორც მამამ გაზრდა, და აესე, ესე იქნება ცხოვრება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ საქართველო ერქმევა საქართველოს.

ეგაა და ეგ.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG