მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 31 ოქტომბერს დაამტკიცა 26 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.
რეფერენდუმში ამომრჩეველთა 50,38 პროცენტმა მისცა ხმა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს არ აქვს იურიდიული გავლენა მოლდოვის მოლაპარაკებებზე ბრიუსელთან, მისი შედეგი - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დასტური ძალიან მცირე უპირატესობით - მოულოდნელი იყო ბევრი დამკვირვებლისთვის, რომლებიც მოქალაქეთა უფრო გადამწყვეტ მხარდაჭერას ელოდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
რეფერენდუმი მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა. პროევროპულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ კენჭისყრაზე მოხდა "უპრეცედენტო" თავდასხმა "კრიმინალური დაჯგუფებების" მხრიდან, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობდნენ ეყიდათ 300 000 ხმა ათობით მილიონ ევროდ, "დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრის" მცდელობით.
ფორუმი