Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ


გიორგი ვაშაძე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი ვაშაძე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გააცნეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

„პირველი: როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად;

მეორე: არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნით სიებს;

მესამე: ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად;

მეოთხე: ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.

არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია“, - აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მოუწოდა საზოგადოებას, პარლამენტთან შეკრებით დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
  • "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG