Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, იქ ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს


ამომრჩეველთა რიგი საქართველოს საელჩოსთან, 26 ოქტომბერი
ამომრჩეველთა რიგი საქართველოს საელჩოსთან, 26 ოქტომბერი

ლონდონში, საქართველოს საელჩოში გახსნილმა საარჩევნო უბანმა ამომრჩევლების მიღება საღამოს 8 საათის ნაცვლად, 10:30 საათისთვის დაასრულა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ უბანზე 2294 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული და ხმა 1335-მა ამომრჩეველმა მისცა.

საარჩევნო ოქმის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ამ უბანზე ლიდერობენ ოპოზიციური პარტიები.

მონაცემები ასეთია:

  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი დროა - 421 ხმა
  • „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 291 ხმა
  • „ერთობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 218 ხმა
  • ქართული ოცნება - 154 ხმა
  • გახარია საქართველოსთვის - 122 ხმა
  • გირჩი - 70 ხმა
  • პატრიოტთა ალიანსი - 26
  • ლეიბორისტული პარტია 24

ლონდონში საქართველოს საელჩოსთან 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მთელი დღის განმავლობაში იდგა რიგი. ზოგიერთმა ამომრჩეველმა რიგში 10 საათი გაატარა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ უბანზე მხოლოდ 3 რეგისტრატორი მუშაობდა და ხმის მიცემის პროცესი ნელა მიმდინარეობდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, ლონდონში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმა ყველა იმ ამომრჩეველმა მისცა, ვინც რიგში იდგა.

დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, 53%-ით ლიდერობს

ფორუმი

XS
SM
MD
LG