მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასებით, მისი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის სასარგებლოდ მცირე უპირატესობით დასრულებული რეფერენდუმი მოწმობს, რომ მოლდოველებმა ევროკავშირი აირჩიეს - მაშინაც კი, როცა ისინი მასშტაბური დეზინფორმაციის და მანიპულაციის სამიზნე იყვნენ.
ხმათა 99,68 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგებით, მოლდოველების 50,45 პროცენტი ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 21 ოქტომბერს.
"კომისია რეფერენდუმის შედეგების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც, თავის მხრივ, 10 დღის ვადაში მიღებული გადაწყვეტილებით დაამტკიცებს ან უარყოფს ამ პლებისციტის შედეგებს", - ამბობს საარჩევნო კომისია.
როგორც ვარაუდობენ, რეფერენდუმის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია ხმებმა მოლდოვის ძლიერი დასავლური დიასპორიდან.
ფორუმი