Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩავიდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში დღეს, 21 ოქტომბერს, პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში დღეს, 21 ოქტომბერს, პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.

დღეს დილით კიევში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდება.

ოსტინმა, რომელიც უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა, თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად.

პენტაგონის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 55 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

ლოიდ ოსტინი აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრია 2021 წლის იანვრიდან. ამ პერიოდში ის უკრაინას უკვე მეოთხედ სტუმრობს.

2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია. ერთმანეთს დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG