Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლამ და ირანმა განაცხადეს, რომ ჰამასის ლიდერის, სინვარის მკვლელობა გააძლიერებს ისრაელისადმი წინააღმდეგობას


იაჰია სინვარი
იაჰია სინვარი

ლიბანში ირანის მხარდაჭერით მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ, მწვავე ფაზაზე გადადის. ამასობაში ირანმა განაცხადა, რომ „წინააღმდეგობის სული გაძლიერდება“ მას შემდეგ, რაც მოკლულ იქნა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

სინვარი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად ითვლება, 17 ოქტომბერს იქნა მოკლული ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ოპერაციის შედეგად.

ირანმა მიანიშნა, რომ სინვარის მკვლელობა გავლენას არ მოახდენს ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლთა მიმართ მის მხარდაჭერაზე.

გაეროში ირანის მისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სინვარის სიკვდილი გააძლიერებს ისრაელისადმი წინააღმდეგობას.

ჰეზბოლამ, რომელიც შეერთებულ შტატებში ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული (ევროკავშირში მისი სამხედრო და არა პოლიტიკური ფრთა მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად), გამოაცხადა „ისრაელთან კონფრონტაციის ახალ და გამწვავებულ ფაზაზე გადასვლა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG