Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენეთა ლიდერი: "უკრაინას უნდა დავეხმაროთ რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის გარეშე"


ჟორდან ბარდელა. პარიზი, 7 ივლისი, 2024.
ჟორდან ბარდელა. პარიზი, 7 ივლისი, 2024.

ევროპარლამენტის ალიანსის, „პატრიოტები ევროპისთვის“, წარმომადგენელმა და საფრანგეთის მემარჯვენე-რადიკალური პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა ისე, რომ ამავე დროს თავიდან ავირიდოთ რუსეთთან დაძაბულობის გამწვავება.

„ჩემი პოზიცია მარტივია - უკრაინას უნდა დავეხმაროთ. შეგვიძლია ვიყოთ უკრაინის მხარეს, მაგრამ ამავე დროს არ დავუშვათ რუსეთთან კონფლიქტის ესკალაცია,“ განაცხადა მან ბრიუსელში ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ სხდომის წინ.

ევროპარლამენტის ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“, რომლის შექმნის ინიციატივით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, აერთიანებს ნაციონალ-კონსერვატორებსა და ევროსკეპტიკოსებს, რომელთა ნაწილი ღიად გამოდის რუსეთთან ომში უკრაინის დახმარების წინააღმდეგ. ჯგუფის დეპუტატთა თითქმის ერთ მესამედს წარმოადგენენ „ეროვნული გაერთიანების“ წევრები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG