Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა 64,9 მილიონი დოლარი გაყიდა


ლარის განახლებული კურსი დღეს, 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე გამოქვეყნდა.
ლარის განახლებული კურსი დღეს, 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო აუქციონზე 64,9 მილიონი დოლარი გაყიდა. ეს ბოლო 10 დღეში მეორე ინტერვენციაა კურსის შესანარჩუნებლად.

„სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია“, - წერია ბანკის განცხადებაში.

64,9 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1,31 თეთრით, ევროსთან კი 1,75 თეთრით გამყარდა.

ხვალიდან:

  • 1 დოლარი 2,7143 ლარი ეღირება;
  • 1 ევრო კი - 2,9567 ლარი.

ეროვნულმა ბანკმა $48,5 მილიონი 8 ოქტომბერსაც გაყიდა. 10 დღის წინ გაყიდულმა დოლარმა ლარი 2,21 თეთრით გაამყარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG