რადიო თავისუფლებაზე აქამდე ცნობილ და უცნობ დოკუმენტურ მასალაზე, იოსებ სტალინის შესახებ 7 ეპიზოდს იხილავთ.
პირველ თავში იოსებ სტალინის პიროვნებაა აღწერილი. სერგო ქავთარაძე მას ახასიათებს როგორც რთულ, ჩაკეტილ, მაგრამ ამავე დროს ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია კოლექტიური მუშაობა და საკუთარი შეცდომების აღიარება.
თავი გრძელდება სტალინისა და ნოე ჟორდანიას შეხვედრით. ახალგაზრდა, ამბიციური სტალინი რჩევისთვის მიმართავს უკვე ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსს, რომელიც მას კრიტიკულად უყურებს. ჟორდანია მოუწოდებს სტალინს, რომ მეტად დაეუფლოს პოლიტიკურ თეორიას და ცოდნა გაიღრმაოს. ეს შეხვედრა კი გარდამტეხ მომენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ორივე პოლიტიკოსის ცხოვრებაში, რომლებმაც საბოლოოდ სრულიად განსხვავებული გზები აირჩიეს.
სერია მომზადებულია, ლაშა ბუღაძისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთობლივი წიგნის „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ მიხედვით.
ილუსტრაციები შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ფორუმი