Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bild-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს ოლაფ შოლცს


საილუსტრაციო ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ოლაფ შოლცი. ბერლინი, 14 მაისი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ოლაფ შოლცი. ბერლინი, 14 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ჩავა ბერლინში, სადაც, გაზეთ Bild-ის ცნობით, შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.

ცნობის თანახმად, ზელენსკი შოლცს წარუდგენს „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მან უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

BBC-ის თანახმად, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ოთხი პუნქტისგან შედგება. ესენია: უკრაინის სამხედრო დახმარება, ეკონომიკური ნაბიჯები, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა და მოსკოვის „პოლიტიკური იძულება“, რომ დაასრულოს ომი და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ასევე აპირებს კონფიდენციალური მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იტყობინება Bild-ი.

შოლცი და ზელენსკი 12 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მაგრამ უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ში დარჩა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG