უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ჯარები ქალაქ ტორეცკს მიადგნენ და მისი აღებისთვის ემზადებიან.
უკრაინის არმიის წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები ტორეცკის გარეუბნამდე გაიჭრნენ წინ.
ამავე ცნობით, იქ ვითარება არასტაბილურია: ქალაქის ყველა შესასვლელთან ბრძოლებია.
სამხედრო მიმომხილველების თანახმად, ტორეცკის რუსეთის არმიის ხელში მოხვედრა უკრაინის ჯარისთვის ნიშნავს მომარაგების მნიშვნელოვანი არხის გადაკეტვას.
7 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიკავა სოფელი ჰროდივკა, ხოლო ერთი კვირის წინ დაეცა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი უგლედარი.
ფორუმი