Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია „ჩვენ“ დატოვეს


 კახა გოგიძე (მარცხნივ), დავით ქაცარავა (ცენტრში), აკია ბარბაქაძე
კახა გოგიძე (მარცხნივ), დავით ქაცარავა (ცენტრში), აკია ბარბაქაძე

პარტია „ჩვენ“ დატოვა სამმა ლიდერმა: დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ. ამის შესახებ ქაცარავამ ფეისბუკში დაწერა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები, ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ“, - აცხადებს დავით ქაცარავა.

„ჩვენის" დაფუძნების შესახებ დავით ქაცარავამ და მისმა თანამოაზრეებმა 23 აგვისტოს განაცხადეს.

„ჩვენ“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის“, - თქვა დავით ქაცარავამ 23 აგვისტოს.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG