Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. თბილისის N41-ე, მიხეილ გრუშევსკის სახელობის უკრაინულ-ქართული საჯარო სკოლიდან მოსწავლეების, მასწავლებლებისა და პერსონალის გაყვანის შემდეგ, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორმა კერძო სკოლამ კი ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებები მიიღო მათ ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რაზეც მოსწავლეთა მშობლები ინფორმირებული არიან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ გადაუდებელ ღონისძიებას ატარებენ. სამუშაოების დასრულებისთანავე, დაწესებულებაში სასწავლო პროცესი აღდგება. გვითხრეს, რომ მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოება დაცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG