Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის


უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

7 ოქტომბერს, გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ფეოდოსიის ნავთობის ბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო.

ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ნავთობის ბაზაზე ხანძარი დაადასტურა, თუმცა გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.

ფეოდოსიის ე.წ. მერმა იგორ ტკაჩენკომ ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნავთობის ბაზაზე „შემთხვევის“ გამო ახლომდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. რა „შემთხვევაა“ ეს, ტკაჩენკოს არ დაუკონკრეტებია.

ტელეგრამ-არხმა Astra-მ გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადაღებული, ხანძრის ამსახველი ვიდეო. კადრს მიღმა ისმის ქალის ხმა, რომ ძლიერი აფეთქებები იყო, ხანძარია და ნავთობის ბაზას დაარტყეს.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობის ბაზა სააქციო საზოგადოება „ნავთობის საზღვაო ტერმინალია“, რომელზეც დრონებით დარტყმა იყო 2024 წლის მარტშიც. დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

შუაღამის შემდეგ, რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ ყირიმში დრონებით შეტევა იყო ევპატორიის და სევასტოპოლის რაიონებზეც.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ყირიმში ჩამოაგდეს 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზეც სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG