2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავაა. იგი თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.
წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს 5 ფინალისტი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ:
- გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
- დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
- ნათია უჩავა – თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
- სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ 2017 წლის 13 მაისს დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ფორუმი