Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ბეირუთში ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბზე იერიშის შესახებ განაცხადა


თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე.
თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში შიიტური პროირანული დაჯგუფება ჰეზბოლას ობიექტებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს. შესაბამისი განცხადება და ვიდეო თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამის არხში გამოქვეყნდა.

ისრაელის სამხედროების თანახმად, თვითმფრინავმა დაჯგუფების სადაზვერვო შტაბზე განახორციელა იერიში. თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე.

ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია ჰეზბოლას თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.

  • ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
  • სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში - ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG