Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარეპისკოპოსი იაკობი ვაშინგტონში შეხვდება სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი იაკობი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი იაკობი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) აღმასრულებელ დირექტორთან, ქეთი ჩაჩავასთან ერთად 3 ოქტომბერს შეხვდება სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს.

სქრინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტიდან
სქრინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტიდან

​CDD რამდენიმე წელია უზრუნველყოფს საქართველოდან სასულიერო პირების ვიზიტებს ვაშინგტონში, სადაც ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა კონფერენციასა და ღონისძიებაში. მისი ძირითადი მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED). ამჟამად ორგანიზაცია NED-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების ხელშეწყობა რელიგიურ თემებში“.

NED-ი არაერთხელ გამხდარა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის საგანი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებდა, რომ NED-ის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში უჭერს მხარს.

ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. 13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. მან მიზეზად ივანიშვილისთვის დაწესებული „დე ფაქტო სანქციები“ დაასახელა. საქმე ეხება თანხას, რომელსაც ივანიშვილი Credit Suisse-ს ედავება.

1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩოს ინფორმაციის საპასუხოდ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ივანიშვილმა ამერიკელ თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე უარის მიზეზად მათზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენა დაასახელა.

„გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“, - წერია ივანიშვილის განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG