Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ბერლინში ბინას აქირავებდა


სერგეი კარაგანოვი
სერგეი კარაგანოვი

2024 წლის აპრილში გერმანულმა გამოცემა BILD-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი ვეღარ მიიღებს შემოსავალს ბერლინის პრენცლაუერ ბერგის რაიონში მდებარე 52 კვადრატული მეტრი ფართობის ბინიდან. BILD-ის ახალი მონაცემებით, სანქციების მიუხედავად, მოსკოვში მცხოვრებმა კარაგანოვმა და მისმა მეუღლემ ეკატერინამ იპოვეს ახალი მოიჯარე თვეში 1550 ევროდ (წინა ფასი 850 ევრო იყო).

ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს დაიბლოკა ეკატერინე კარაგანოვას საბანკო ანგარიში გერმანიაში, რომელზედაც იგი იღებდა ქირის ფულს იღებდა. ივლისის შუა რიცხვებში ბანკმა ქალს აცნობა, რომ არსებობდა „მთავარი საბაჟო სამმართველოს სანქციების უზრუნველსაყოფის მთავარი განყოფილების განკარგულება თანხების გაყინვის შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო სერგეი კარაგანოვის მიმართ დაწესებული სანქციები“.

როგორც Bild-ი წერს, პასუხად კარაგანოვებმა აიძულეს ახალი მოიჯარე გადაერიცხა ქირის თანხა შენობის მმართველი კომპანიის ანგარიშზე, რათა, როგორც ჩანს, ამ გზით მიეღოთ ქირის ნაწილი. 10 სექტემბერს, გერმანელმა პროკურორმა აცნობა ეკატერინა კარაგანოვას: „თქვენს მიმართ დაიწყო გამოძიება იმის გამო, რომ თქვენ, როგორც ბინის თანამფლობელმა ბერლინში, აიღეთ ქირის საფასური თქვენი ქმრისთვის, როგორც თანამფლობლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის სანქციების ქვეშაა“.

მეორე დღეს გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, კარაგანოვმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას მიიტანოს სარაკეტო იერიში რაიხსტაგზე, რადგან „გერმანელებმა დაივიწყეს თავიანთი ამაზრზენი დანაშაულები“.

„პროპაგანდისტმა არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა ის ნაცისტების დანაშაულებს მეორე მსოფლიო ომში თუ ბერლინში თავისი ბინის დაკარგვას“, - დასძინა BILD-ის ჟურნალისტმა ჯულიან როპკემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG