Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი ევროკავშირის დაფინანსებას ითხოვენ საზღვრის დაცვის მასშტაბური ხაზის ასაშენებლად


საზღვარი პოლონეთსა და ბელარუსს შორის
საზღვარი პოლონეთსა და ბელარუსს შორის

ნატოს წევრი ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი - ევროკავშირის დაფინანსებას მოითხოვენ, რათა რუსეთსა და ბელარუსთან თავიანთი საზღვრების გასწვრივ ააშენონ ბუნკერები, ბარიერები, სადისტრიბუციო ხაზები და სამხედრო საწყობები, - აცხადებენ ესტონეთის წარმომადგენლები 28 სექტემბერს.

ბალტიის სამ ქვეყანას იანვარში გამოცხადებული ჰქონდა გეგმა "ბალტიის თავდაცვის ხაზის" ასაშენებლად. მაისში მსგავსი პროექტი, სახელად "აღმოსავლეთის ფარი", გამოაცხადა პოლონეთმაც, იმ მიზნით, რომ გააძლიეროს საზღვრები რუსეთის კალინინგრადის ექსკლავსა და ბელარუსთან.

"თავდაცვის ხაზის საჭიროება მომდინარეობს უსაფრთხოების ვითარებიდან და მხარს უჭერს ნატოს ახალ კონცეფციას წინმავალი თავდაცვის შესახებ", - ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური.

ფორუმი

XS
SM
MD
LG