Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინ ისრაელი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პრესკონფერენციაზე იერუსალიმში. 4 სექტემბერი, 2024 წელი. ნეთანიაჰუ გაეროში გამოდის 27 სექტემბერს. მან კატეგორიულად უარყო ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პრესკონფერენციაზე იერუსალიმში. 4 სექტემბერი, 2024 წელი. ნეთანიაჰუ გაეროში გამოდის 27 სექტემბერს. მან კატეგორიულად უარყო ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გაეროში გამოსვლის წინ, ისრაელმა უარყო თავისი მოკავშირეების მოწოდება ცეცხლის 21 დღით შეწყვეტაზე და პირობა დადო, რომ ჰეზბოლასთან (ჰეზბოლას აშშ ტერორისტულ ორგანიზაციამ მიიჩნევს) ბრძოლას „გამარჯვებამდე“ გააგრძელებს.

ისრაელის არმიის მიერ ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას, რაც ისრაელის თანახმად, ჰეზბოლასთან ბრძოლის მიზნით ხდება, ემსხვერპლა ასობით ადამიანი, ათიათასობით პირმა დატოვა საცხოვრებელი. ჰეზბოლამ საპასუხო დარტყმები განახორციელა.

აშშ-მა, საფრანგეთმა და სხვა მოკავშირეებმა, ასევე არაბულმა ქვეყნებმა, 25 სექტემბერს გამოაცხადეს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს, რონ დერმერს, შეხვდა ნიუ-იორკში, სტუმარს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „საშუალებას მისცემს სამოქალაქო პირებს ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“. ნეთანიაჰუმ 26 სექტემბერს კატეგორიულად უარყო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება და არმიას უბრძანა, გააგრძელოს „საბრძოლო მოქმედება მთელი ძალით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG