Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ლიდერმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ განაცხადა


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა G7-ის ვალდებულებების ფარგლებში უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

"რუსეთის გამუდმებული თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება", - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში.

20 სექტემბერს კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ეს კრედიტი "მხარდაჭერილი იქნება" გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგებით.

ზელენსკიმ ამ ბრიფინგზე თქვა, რომ სესხის გამოყენება დაგეგმილია ენერგეტიკის აღსადგენად, ბომბსაფრების მოსაწყობად, ნაწილობრივ იარაღის შესაძენად და ასევე საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად.

კიევში ვიზიტის წინ, 19 სექტემბერს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 160 მილიონი ევროთი დააფინანსებს ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მომზადებას.

ივნისში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების მოგებით დაიფარება. დაგეგმილი იყო, რომ თანხები კიევს 2024 წლის ბოლოსთვის გამოეყოფოდა. გაყინული რუსული აქტივების შემოსავალი ყოველწლიურად გამოყენებული იქნება სესხის მომსახურებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG