Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Kyiv Post: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იერიში მიიტანა რუსულ ბაზაზე სირიაში


სირიაში ჩატარებულ ოპერაციაზე უკრაინულ გამოცემას სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა უამბო.(საილუსტრაციო ფოტო)
სირიაში ჩატარებულ ოპერაციაზე უკრაინულ გამოცემას სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა უამბო.(საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოპერაცია ჩაატარა სირიაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის წინააღმდეგ. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ი წერს სამხედრო დაზვერვაში თავის წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, სირიის ქალაქ ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე რუსულ ბაზას 15 სექტემბერს შეუტიეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯგუფ „ქიმიკოსის“ სპეცრაზმელებმა. წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ამ ბაზას იყენებს დამრტყმელი დრონების დამზადებისა და გამოცდისთვის.

როგორც გამოცემა წერს, ამავე ბაზას რუსეთი იყენებს „კამუფლირებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების“ დასამზადებლად და მათი საბრძოლო ნაწილები ინახებოდა ბაზის იმ ადგილებში, რომლებსაც უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შეუტიეს.

Kyiv Post-მა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეოც, რომელიც გამოცემის თანახმად, უკრაინელი მზვერავის მიერაა გადაღებული და სირიაში მდებარე რუსულ ბაზაზე მომხდარ აფეთქებებს ასახავს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რაიმე ცნობა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG