Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი კიევს ბირთვული იარაღით დაემუქრა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების აკრძალვის შემთხვევაში


დმიტრი მედვედევი. მოსკოვი, 14 ნოემბერი, 2023.
დმიტრი მედვედევი. მოსკოვი, 14 ნოემბერი, 2023.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება, კიევს ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს მისთვის გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, გამოიწვევდა უკრაინის წინააღმდეგ ომის სერიოზულ ესკალაციას, რაც შეიძლება მოიცავდეს ბირთვული იარაღის გამოყენებასაც.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევი „რუხ გამდნარ წერტილად“ შეიძლება იქცეს, თუკი შესუსტდება აკრძალვები უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის აუცილებელია, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დიდ მანძილებზე განახორციელოს დარტყმები, რათა თავი დაიცვას რუსეთის ჯარების შეჭრისგან. ამ იდეას ძალა შეემატა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პოზიცია წარმოადგინა, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა კი მხარი დაუჭირა არგუმენტს, რომ უკრაინას უფრო შორ მანძილებზე მოქმედების შესაძლებლობა მიენიჭოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG