უწყების ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.
"ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი", - წერია სუსის განცხადებაში.
მათივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება:
"ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად".
ლაშა ხეთერელის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე ცნობილი გახდა 12 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 121-ე შეხვედრაზე.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ დისკუსიის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.
ფორუმი