როგორც ხათუნა ბერიძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.
"მსუსხავი სასჯელი, პატიმრობა შეუფარდეთ ბევრჯერ არის დაჯარიმებული და მაინც ეძახის მოღალატეებს ჩვენს მამა-მარჩენლებსო ბრალდების მხარემ. კობახიძეს როგორ აკადრე მონა რომ
არის ჩვენც ვიცით, მაგრამ ხმამაღლა ხომარ უნდა თქვაო", - წერს ის ფეისბუქზე.
საქმე ეხება 6 ივნისის ინციდენტს, რა დროსაც ბათუმში ჩასულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს ხათუნა ბერიძემ მიმართა სიტყვებით: "მოღალატეებო, მონებო, გამყიდველებო". მოგვიანებით, იგი პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რა ცგულიგნობას გულისხმობს.
ფორუმი