რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა. საქართველოში გაყიდვების დაწყების თაობაზე „ოზონის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ „რესპუბლიკის მცხოვრებლებს ონლაინმარკეტში სხვადასხვა კატეგორიის 50 მლნ-ზე მეტი დასახლების საქონლის შეძენა შეუძლიათ“. მიტანას, პირველ ეტაპზე 14 დღე დასჭირდება, პროდუქციის მიღება კი პარტნიორი კომპანიების გაცემის პუნქტებში ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით შეეძლებათ.
Ozon-თან საქართველოში გამცემი პუნქტებით კომპანიები GBS Export და Georgia CB -ის თანამშრომლობენ.
შეკვეთის მიღება საქართველოს შემდეგ ქალაქებშია შესაძლებელი თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი რუსთავი. ხაშური, ბორჯომი, ამბროლაური, ომი და ოზურგეთი.
2022 წლის აპრილში "ოზონის" გენერალური დირექტორი ალექსანდრ შულგინი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს, რის შემდეგაც მან თანამდებობა დატოვა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ ლუქსემბურგში, მიიღო გადაწყვეტილება შულგინის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ.
„ოზონი“ 2021 წლიდან ავითარებს ბიზნესს დსთ-ს ქვეყნებში. კომპანია ბიზნესსა და ინფრასტრუქტურას ფლობს ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.
მანამდე მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია რუსული ონლაინვაჭრობის ქსელის Wildberries-ის დაინტერესებაზე საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიას საქართველოში ვაჭრობა რა დაუწყია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე. ათასი მათგანი საქართველოში მეწარმედ დარეგისტრირდა და შეიძინა უძრავი ქონება, მათმა ნაწილმა საქართველო სავარაუდოდ უკვე დატოვა, ამას მოწმობს რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება.
საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლებს რეგისტაციის გარეშე 12 თვის განმავლობაში იცხოვრონ, ქვეყანაში ყოფნის ვადის გასანულებლად საკმარისია ერთი დღით საზღვრის კვეთა და უკან დაბრუნება.
ფორუმი