Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი აცხადებს, რომ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა კურსკში გაჩერებას


ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6-ის უფროსი რიჩარდ მური. 30 ნოემბერი, 2021 წელი
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6-ის უფროსი რიჩარდ მური. 30 ნოემბერი, 2021 წელი

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6-ის უფროსმა, რიჩარდ მურმა განაცხადა 7 სექტემბერს, რომ ჯერ „ძალიან ადრეა“ იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენ ხანს გაძლებს უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე კურსკში, რომლის ნაწილიც მას ახლა აქვს დაკავებული.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, რომელიც გამოვიდა ლონდონში FT-ის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, სადაც მურიც იმყოფებოდა, უკრაინის ჯარების იერიში რუსეთში შეაფასა „მნიშვნელოვან ტაქტიკურ მიღწევად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG